ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 5 აგვისტო
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 670 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 

გამოჯანმრთელდა 2 626 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 393 453-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 986 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 652 შემთხვევა, აჭარა - 601, იმერეთი - 400, ქვემო ქართლი - 197, შიდა ქართლი - 155, გურია - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 190, კახეთი - 187, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი - 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.
Print

სტატიის გამოყენების პირობები