ახალი ამბები
შიდა ქართლში საკარანტინე სივრცის მოსაწყობას 10 სასტუმრო დაიქირავეს
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შიდა ქართლში 10 სასტუმრო დაიქირავა, სადაც კრონავირუსის პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს საკარანტინე სივრცეში მოათავსებენ.

თითო სასტუმროში მაქსიმუმ 100 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გაიზარდოს დაქირავებულ სასტუმროების რაოდენობა.

,,საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა საკარანტინე სივრცეების (კოვიდსასტუმროების) უზრუნველყოფა და შესაბამისად სასტუმროების მობილიზება, რაც ნიშნავს დაუყევნებელ რეაგირებას ყველა რეისის მგზავრებისათვის, ასევე საქართველოს მოქალაქის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომლის ოჯახის წევრს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე საჭირო საკარანტინე სივრცეების (კოვიდსასტუმროებში) მოწყობისათვის'' - აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის წარმომადგენელმა გვითხრა, გორში სასტუმრო ,,ვიქტორია'' კოვიდსასტუმროდ უკვე გადაკეტდა. სხვა სასტუმროების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

ჯამში, საქართველოს მასშტაბით, ტურიზმის ადმინისტრაცია 6 მლნ ლარზე მეტ დახარჯავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები