ახალი ამბები
ქურთის მუნიციპალიტეტიდან დევნილებს ფქვილი დაურიგეს
ქურთიდან დევნილებს ფქვილი დაურიგეს. პროცესი დღეს კარალეთის დევნილთა დასახლებაში დასრულდა.

საცხობი ფქვილი 209-ე კოტეჯიდან განაწილდა და, როგორც ქურთის გამგეობის სპეციალისტმა გვითხრა, ყველას შეხვდა.

,,ეს ფქვილი საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერიდან შევიძინეთ. მივიღეთ მონაწილეობა და შევისყიდეთ,'' - გვითხრა გამგეობის შესყიდვების განყოფილების სპეციალისტმა.

შესყიდვების გვერდზე აღნიშნულია, რომ საკვებ პროდუქტებზე კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებული იყო, მხოლოდ, ძალოვანი უწყებებისთვის.

კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ როგორც დიდი ლიახვის, ასევე პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილები. ფქვილი, მხოლოდ, ქურთიდან დევნილებს გაუნაწილეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები