ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში კოვიდპაციენტებისთვის 86 საწოლს დაამატებენ
გორის ჰოსპიტალს კოვიდპაციენტებისთვის 86 საწოლი დაემატება. ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.

ამჟამად, ჰოსპიტალში თითქმის ყველა საწოლი დაკავებულია და ეს ახალი საწოლები გათვალისწინებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდება.

ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსის 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა,

ქვეყანაში კი, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 670 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 986 პირი ემსხვერპლა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები