ახალი ამბები
გორის თეატრის სკვერში ,,მწვანე კინოფესტივალი'' ჩატარდება
10,11,12 და 13 აგვისტოს 19:00-საათზე, გორის თეატრის სკვერში მწვანე კინოფესტივალი გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,CENN''. მისი წარმომადგენლის ცნობით, ფესტივალზე, გარემოსდაცვით საკითხებზე, დოკუმენტურ ფილმებს უჩვენებენ.

,,ეს ფილმები კიდევ ერთხელ დაგავფიქრებს იმაზე, თუ რა ზიანს აყენებს ადამიანი დედამიწას და რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ბუნებრივი რესურსების არასწორმა მართვამ. ფილმებიდან გავიგებთ, რა იწვევს კლიმატის ცვლილებებს, წყალდიდობებს, კატაკლიზმებს.' - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. დისკუსიის მონაწილეებს, საკუთარი ქალაქის გარემოს დაცვის ზრუნვის მიზნით, აქტივობების დაგეგმვის შესაძლებლობა მიეცემათ.

გარდა ამისა, გარემოს დაცვის საკითხებზე გაიმართება ვიქტორინა, გამარჯვებულებს კი პრიზები გადაეცემათ.

მწვანე ფესტივალს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ი ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს, პროექტს - "EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის". აღნიშნული პროექტის მიზანია, შექმნას ხელსაყრელი გარემო სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების განვითარებისათვის საქართველოსა და სომხეთში.

სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის გარდა, პროექტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი მიმართულებით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები