ახალი ამბები
კასპის სოფელ ახალქალაქში მამაკაცი მოკლეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მკვლელობა მოხდა.

გარდაცვლილია დაახლოებით 50 წლის მამაკაცი. ის სოფელ ნოსტეში ცხოვრობდა. დაჭირილია კიდევ - 2.

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 26 წლის მამაკაცი.

პოლიციის ვერსიით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ლ.ხ.-მ, მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელკაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი - 1971 წელს დაბადებული გ.გ., სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების გამო, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები