ახალი ამბები
გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის 125 კგ. წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით ჭიდაობის ტურნირის ფინალში ამერიკელ მეტოქესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მიიღო.

ნახევარფინალში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 6:3 დაამარცხა და 6 აგვისტოს ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა მანამდე 1/4 ფინალში ჩინელი ჯივეი დენგი ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

პეტრიაშვილის ვერცხლი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებისთვის მე-8 მედალია. ეს ქვეყნის ისტორიაში ოლიმპიადაზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი შედეგია.

4 მედალი ქართველმა სპორტსმენებმა ძიუდოში მოიპოვეს, ერთი- ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ორი მედლის მიღება კი ძალოსნებმა შეძლეს.

მათგან, ერთი ოქრო ლაშა ბექაურმა მოიპოვა, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი ვერცხლის პრიზიორები გახდნენ. იაკობ ქაჯაიამ კი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კიდევ ერთი მედლის მოპოვება ძალოსნობაში ანტონ პლესნოიმ შეძლო, რომელმაც ტრავმის მიუხედავად ბრინჯაოს მედლის აღება მოახერხა. სპორტის ამავე სახეობაში ოქროს მედალი კი ლაშა ტალახაძემ მოიპოვა და მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები