ახალი ამბები
მკვლელობა და ორი დაჭრა - კასპში 26 წლის მამაკაცი დააკავეს
კასპის პოლიციამ 26 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც 2 ადამიანის დაჭრასა და 1 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტებზე დასდეს ბრალი.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრეს-სამსახური ავრცელებს.

პოლიციის ვერსიით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ლ.ხ.-მ, მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელკაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი - 1971 წელს დაბადებული გ.გ., სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების გამო, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები