ახალი ამბები
101 წლის ასაკში გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გრიგოლ ბაინდურაშვილი
101 წლის ასაკში გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გრიგოლ (გრიშა) ბაინდურაშვილი.

სამძიმრის წერილი კასპის საკრებულომ გამოაქვეყნა და ოჯახს, მისი გარდაცვალების გამო, მიუსამძიმრა.

20 წლის გრიშა ბაინდურაშვილი, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, საბჭოთა მესაზღვრედ ლიტვაში მსახურობდა.

ჩავარდა ტყვედ და წელიწადნახევარი ,,ლაგერში'' გაატარა. შემდეგ პოლონეთში გადაიყვანეს. იქიდან კი, ტექსელში გადაასახლეს.

კუნძულზე აჯანყება მოაწყეს, სადაც ქართველებთან ერთად 200 ჰოლანდიელი იბრძოდა. 500 გერმანელი სიცოცხლეს გამოასალმეს.

გრიშა ბაინდურაშვილი სიცოცხლის ბოლომდე კასპის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები