ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 195 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 7 აგვისტო
ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 735 პირი, გარდაიცვალა - 38 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 444 569-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 397 240-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 054 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.33% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.25%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 216 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 889 შემთხვევა, აჭარა - 620, იმერეთი - 464, ქვემო ქართლი - 217, შიდა ქართლი - 195, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 265, კახეთი - 273, მცხეთა-მთიანეთი -106, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 249 საიდანაც: 6 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 047, აჭარაში - 837, იმერეთში - 930. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 303 პირი, მათ შორის, თბილისში - 579, აჭარაში - 129, იმერეთში -229. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში - 191, აჭარაში - 17, იმერეთში - 20. 2 523 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 174 - თბილისში, 812- აჭარაში. 32 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 6 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 002 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 752 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 299, პირი, აჭარაში - 5 026, იმერეთში - 3 597.
Print

სტატიის გამოყენების პირობები