ახალი ამბები
გორში ბინა დამატებით 68 ოჯახს გადასცემენ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გორში, ახალაშენებულ კორპუსში ბინას კიდევ 68 დევნილ ოჯახს გადასცემს.

ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართი ადმინისტრაციული დაპირების მქონე ოჯახებს გადაეცემათ. 68 დევნილი ოჯახი ახალი ბინის გასაღებს უახლოეს დღეებში მიიღებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები