ახალი ამბები
გორელი მომღერალი გურამ პაპუაშვილი გარდაიცვალა
37 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა მომღერალი გურამ პაპუაშვილი. ამის შესახებ განცხადებას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გურამ პაპუაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში მუშაობდა.

ახლობლების ინფორმაციით, პაპუაშვილი აჭარაში დასასვენებლად იმყოფებოდა, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა და გორში გუშინ დაბრუნდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გახდება ცნობილი.

გურამ პაპუაშვილი 37 წლის იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები