ახალი ამბები
,,მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია'' - ირაკლი ღარიბაშვილი
გორში, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზამ პანაშვიდი გადაიხადა.

პანაშვიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, სუს-ის უფროსი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღარიბაშვილის თქმით, დღევანდელ დღეს, ყველა მოქალაქე უნდა გაერთიანდეს ერთი მიზნით, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყნის დეოკუპაცია:

"დღევანდელი დღე გვახსენებს იმას, რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ამ დღეს მაინც მინდა ვისურვო, ჩვენ ყველანი გავერთიანდეთ, ქედი მოვიხადოთ ჩვენი დაღუპული გმირების, მათი ოჯახების წინაშე", - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აგვისტოს ომის 13 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საღამოს 9 საათზე გმირთა მემორიალთან სანთლების აქციით დასრულდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები