ახალი ამბები
ქარელის მერიის მაღალჩინოსანი გახარიას გუნდში გადავიდა
ქარელის მერიის კულტურის, სპორტისა და განათლების სამსახურის უფროსი ვასიკო ბაქრაძე გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში დღეს გამოაქვეყნა.

ოპოზიციურ პარტიაში გადასვლის პარალელურად მან თანამდებობაც დატოვა:

,,მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქარელს და ჩვენს ქვეყანას დღეს გადრდაუვლად სჭირდება ცვლილება ,,ძლიერი საქართველოსთვის''. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის თანამდებობა და შევუერთდე პატიოსანი, პროფესიონალი ადამიანებისაგან შემდგარ გუნდს, რომელსაც სათავეში უდგას ღირსეული პიროვნება და მმართველი გიორგი გახარია. '' - აცხადებს ვასიკო ბაქრაძე.

მან რამდენიმე ხნის წინ ქარელის ამჟამინდელ მერს, ზაზა გულიაშვილს სასამართლო პროცესი მოუგო. გულიაშვილი სამსახურიდან მის გათავისუფლებას ცდილობდა, თუმცა ვასიკო ბაქრაძემ სასამართლოს ძალით თავი სამართლებრივად დაიცვა.

2012 წლამდე კი, ვიდრე ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნება'' მოვიდა, იყო ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი. 2009 წელს, ამის გამო, თავს დაესხნენ, ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდნენ მისი ახლობლებიც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები