ახალი ამბები
გოსტიბეში 67 წლის ქალი დაიკარგა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეში, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, თანასოფლელები და ახლობლები, დაკარგულ ქალს ეძებენ.

67 წლის ქალი საქონლის მოსაყვანად გავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა.

,,დილით საქონელს უშვებენ ხოლმე მინდორში და შემდეგ საღამოს სახლში ბრუნდებიან. საქონელი რომ არ დაბრუნდა, წავიდა მათ მოსაძებნად. მაგრამ სახლში აღარ დაბრუნდა. სახლში შვილთან ერთად ცხოვრობდა. მთელი სოფელი და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ეძებენ'' - გვითხრა მერის წარმომადგენელმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები