ახალი ამბები
გორში ძლიერმა ქარმა სახურავი კიდევ 2 კორპუსს ახადა
გორში, ძლიერი ქარის შედეგად, დღეს კიდევ 2 კორპუსის სახურავი დააზიანა.

გორის მერიის ცნობით, გადახდილია სახურავი თარხნიშვილისა და ბარნოვის ქუჩაზე.

ბარნოვის ქუჩაზე ქარმა სახურავი გუშინაც დააზიანა. 



ქალაქის მასშტაბით, წაიქცა 3 ხე - 1 კომბინატის დასახლებაში, მეორე - ფერაძის ქუჩაზე (ჭალა) და მესამე 26 მაისის სანაპიროზე (მეჯუდის სანაპირო).

გორის მერიაში აცხადებენ, რომ დეტალებს კიდევ აზუსტებენ.

რაც შეეხება გუშინდელ სტიქიას, 8 აგვისტოს დაზიადა ცხინვალის ქ. 9 ბ, ბარნოვის ქუჩაზე, ამილახვრის ქუჩაზე - მესამე სკოლის წინ, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსების სახურავები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები