ახალი ამბები
კასპის პროფესიული კოლეჯის ხელმძღვანელს თანამდებობა დაატოვებინეს
,,სამწუხაროდ, ჩემი დანიშვნიდან ზუსტად 1 წელში, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, მიწევს დავტოვო დირექტორის თანამდებობა სსიპ კასპის კოლეჯში და ჩემთვის საყვარელი საქმე, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებდი. თუმცა წინ ბევრი საინტერესო გამოწვევა და მნიშვნელოვანი საქმეები საკეთებელი'' - ასე ამთავრებს მიმართავს მერაბ გოხელაშვილი, რომელმაც დღეს თანამდებობა დატოვა.

ის კასპის პროფესიულ კოლეჯს დაარსების დღიდან ჩაუდგა სათავეში:

,,აქამდეც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ქვეყნის მომავალი განვითარება განათლებულ საზოგადოებაშია. ამაყი ვარ, რომ 1 წლის განმავლობაში კასპის პროფესიული კოლეჯს ვხელმძღვანელობდი. ძალიან მოკლე დროში, ჩემი გუნდის დაუღალავი შრომით, სამინისტროსა და დონორების ხელშეწყობით, ავაწყეთ და გავმართეთ კოლეჯი, როგორც ინსტიტუცია და შევძელით რეგიონში ახალგაზრდებისათვის თანამედროვე და საინტერესო პროფესიების შეთავაზება. ღირსება და პროფესიონალიზმი; აშენებული "სართულის" პატივისცემა; შრომა საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ; ეს 3 საკითხი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი არა დღეს და ხვალ, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე! სწორედ ეს გაიმეორა გახარია-მ პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციაზე და ჩემი დიდი სიმპატიაც დაიმსახურა' - აცხადებს მერაბ გოხელაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები