ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 285 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 11 აგვისტო
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 635 პირი, გარდაიცვალა 48 ადამიანი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 461 198-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 409 110-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 230 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.33% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.27%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 363 შემთხვევა, აჭარა - 905, იმერეთი - 564, ქვემო ქართლი - 262, შიდა ქართლი - 285, გურია - 124, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 281, კახეთი - 340, მცხეთა-მთიანეთი -134, სამცხე-ჯავახეთი - 70, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 45 832 საიდანაც 6 578 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 075, აჭარაში - 862, იმერეთში - 941.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 322 პირი, მათ შორის, თბილისში - 564, აჭარაში - 134, იმერეთში - 322. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 302 პირი, მათგან თბილისში - 197, აჭარაში - 22, იმერეთში - 17

3 238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 401 - თბილისში, 1 298- აჭარაში.

36 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 10 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 015 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 087 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 802, პირი, აჭარაში - 5 433, იმერეთში - 3 783.
Print

სტატიის გამოყენების პირობები