ახალი ამბები
სოფელ გოსტიბეში გაუჩინარებული ქალი ტყეში იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეში გაუჩინარებული 66 წლის ქალბატონის შესახებ.

ინიციატორის გადმოცემით, ქალბატონი სახლიდან 7 აგვისტოს სავარაუდოდ ტყის მიმართულებით იყო გასული, რის შემდეგაც ოჯახის წევრებისთვის კვალი იკარგებოდა.

ტერიტორიაზე არსებული ხევებისა და ტყის მასივების დათვალიერების შედეგად, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაუჩინარებული ქალბატონის ადგილსამყოფელის იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობით. საძიებო პროცესში ჩართული იყო საფრენი აპარატი დრონი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები