ახალი ამბები
კასპის მერიის თანამშრომელი გახარიას გუნდს უერთდება
კასპის მუნიციპალიტეტის მერის თანამშრომელი გიორგი თაბუაშვილი თანამდებობას ტოვებს და ოპოზიციაში მიდის.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ის 2012 წლიდან ,,ქართული ოცნების'' წევრი იყო:

,,მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ გადაუხვია თავის კურსს, გადავწყვიტე დავტოვო თანამდებობა და გიორგი გახარიას გუნდს შევუერთდე'' - განაცხადა მან.

გიორგი თაბუაშვილი ინფრასტრუქტურის სამსახურში სპეციალისტად მუშაობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები