ახალი ამბები
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდება
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა,

მისი თქმით, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

გადაწყვეტილება საქართველოში რთულ ეპიდემიოლოგიურმა ვითარების, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო, მიიღეს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები