ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 13 აგვისტო
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 359 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 471 685-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.90% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.74%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 726 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 415 146-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 321 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 187 შემთხვევა, აჭარა - 813, იმერეთი - 698, ქვემო ქართლი - 270, შიდა ქართლი - 307, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 335, კახეთი - 372, მცხეთა-მთიანეთი -148, სამცხე-ჯავახეთი - 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 50 192 საიდანაც: 6 635 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 014, აჭარაში - 880, იმერეთში - 971. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 327 პირი, მათ შორის, თბილისში - 583, აჭარაში - 137, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 326 პირი, მათგან თბილისში - 196, აჭარაში - 19, იმერეთში - 19. 3 409 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 615 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 40 148 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 53, ხოლო აჭარაში - 5.სულ 6 ოქტომბრიდან - 12 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 026 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 871 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 342, პირი, აჭარაში - 5 687, იმერეთში - 3 935.
Print

სტატიის გამოყენების პირობები