ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 15 აგვისტო
საქართველოში კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 35 ადამიანი გარდაიცვალა

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 481 578-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.38% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.03%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 519 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 421 532-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 406 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 314 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 687 შემთხვევა, აჭარა - 772, იმერეთი - 618, ქვემო ქართლი - 202, შიდა ქართლი - 175, გურია - 129, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 247, კახეთი - 317, მცხეთა-მთიანეთი -59, სამცხე-ჯავახეთი - 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 614 საიდანაც 6 841 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 110, აჭარაში - 903, იმერეთში - 973.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 423 პირი, მათ შორის, თბილისში - 612, აჭარაში - 146, იმერეთში - 320. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 307 პირი, მათგან თბილისში - 193, აჭარაში - 22, იმერეთში - 20.

3 459 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 - თბილისში, 1 298- აჭარაში.

43 314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 67, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 14 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 042 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 919 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 22 311, პირი, აჭარაში - 6 570, იმერეთში - 4 690
Print

სტატიის გამოყენების პირობები