ახალი ამბები
შიდა ქართლის პოლიციის ყოფილი უფროსი ვოვა ჯუღელი კორონავირუსით გარდაიცვალა
შიდა ქართლის პოლიციის ყოფილი უფროსი ვოვა ჯუღელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ადასტურებენ.

ჯუღელი სამხარეო პოლიციას 2005-2010 წლებში ხელმძღვანელობდა. მუშაობის პერიოდში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან, ადამიანთა გატაცებების ფაქტებზე, მოლაპარაკებები სისტემატიურად უხდებოდა.

2010 წლიდან კი, შიდა ქართლიდან შსს-ს სოდ-ის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს. 2012 წლიდან სოდი (სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი) გაუქმდა.

ვოვა ჯუღელი გარდაიცვალა 54 წლის ასაკში.

გაზეთ ,,ქართლის ხმის'' ფოტო, 2006 წელი

Print

სტატიის გამოყენების პირობები