ახალი ამბები
22 წლის გოგო ამბობს, რომ მას მეუღლე და დედამთილი სისტემატიურად სცემენ
22 წლის გოგო, რომელიც კასპის რაიონიდან არის, ოჯახში ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობის გამო, დახმარებას ითხოვს.

მისი თქმით, მისი ყოფილი მეუღლე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რის გამოც, მისი, როგორც ქალის სიცოცხლე საფრთხეშია.

აღნიშნავს, რომ მიი მეუღლე და დედამთილი მას სცემდნენ ორი წლოს განმავლობაში. ბოლო შემთხვევა კი წელს, 2021 წლის 8 აგვისტოს მოხდა.

"სალონში ვიყავი, წარბი გავიკეთე, უკან რომ დავბრუნდი, ლარნაკით და ტანსაცმლის საკიდით მცემეს. ქმარი მცემდა და დედამთილი მიმატებდა, დედამთილმა წააქეზა",-ამბობს 22 წლის გოგო.

22 წლის გოგომ დახმარების თხოვნით პოლიციას მიმართა, თუმცა, იმის გამო რომ ქართული არ იცის, სამართალდამცველებმა მისი მონათხრობი გადააკეატეს და სავარაუდო მოძალადეს მძიმე დანაშაულის გარემოებები შეუმსუბუქეს. მუხრანის პოლიციამ 30 წლის მამაკაცი დააკავა , სასამართლომ კი ის 3 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

"მე ვითხოვ მის დასჯას. არ უნდა შერჩეს, როგორც მომექცა. ძმის მოკვლითაც მემუქრებოდა. ამბობდა, რომ ვერაფერს დავაკლებდი, ჩვენ ამ მთავრობის ხალხი ვართ და ხელს ვერავინ დამადებსო. ვითხოვ ჩემი ოქროულის დარუნებასაც, რომელსაც არ მიბრუნებებ."

შსს მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ძალადობის და მუქარის მუხლით აწარმოებს. სავარაუდო მსხვერპლის ოჯახმა კი მუხრანის პილიციელების წინააღმდეგ გენერალურ ინსპექციას აცნობა და განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა მათ მიერ მიცემული ჩვენებებევი დაამახინჯეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები