ახალი ამბები
გორის მერია ქალაქის ცენტრში სამუშაოდ იწვევს ხელოსნებს
გორის მერია ხელოსნებს ეძებს, რომლებიც ქალაქის ცენტრში მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმდებიან.

ამის შესახებ განცხადება ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს. 

მერიის ცნობით, დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ შესაბამის კომპანიას.

სამუშაოები ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე ფასადების რეაბილიტაცია ხორციელდება, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

ამ ეტაპზე დასაქმებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ძირითადად აზერბაიჯანიდან, კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყოველდღიური ანაზღაურება 40 ლარია, ხოლო დამატებით 1 საათის განმავლობაში, დღიურ ანაზღაურებას დაემატება 5 ლარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები