ახალი ამბები
გორის მერია საგზაო მოძრაობის ახალ წესებს ახალგაზრდებთან ერთად შეიმუშავებს
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და გორის ახალგაზრდულ მოძრაობა „დროას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მერიასა და ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან გაფორმებული შეთანხმება ორმხრივ თანამშრომლობას პროექტ „გორი - სუფთა და უსაფრთხო ქალაქის“ ფარგლებში ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტი, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი გელა კვაშილავა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ქალაქში საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებისა და სისუფთავის დაცვის გეგმას შეიმუშავებს.

„დროას“ ხელმძღვანელის შოთა ჩილინდრიშვილის განცხადებით, საგზაო წესებისა და მოძრაობის კუთხით, გორში არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა.

შესაბამისად, ახალი გეგმა, სწორედ, ამ პრობლემების მოგვარებას მოემსახურება.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და ქალაქში საგზაო უსაფრთხოებისა და სისუფთავის დაცვის ხელშეწყობა.

პროექტს „გორი - სუფთა და უსაფრთხო ქალაქს“ გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროა“ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და (SIDA) ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლის ნოემბრიდან ახორციელებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები