ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 363 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 17 აგვისტო
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 208 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 539 პირი, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 490 462-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 429 190.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 483 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 540 შემთხვევა, აჭარა - 810, იმერეთი - 782, ქვემო ქართლი - 307, შიდა ქართლი - 363, გურია - 172, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 368, კახეთი - 513, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 50.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.97%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.14%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 54 763 საიდანაც 6 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 122, აჭარაში - 930, იმერეთში - 1 013.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 429 პირი, მათ შორის, თბილისში - 605, აჭარაში - 148, იმერეთში - 327. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 17, იმერეთში - 20.

3 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 646 - თბილისში, 1 298- აჭარაში.

44 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 79 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 16 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 051 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 901 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 25 349, პირი, აჭარაში - 6 994, იმერეთში - 5 270.
Print

სტატიის გამოყენების პირობები