ახალი ამბები
ქარელში ეზოდან ველოსიპედი მოიპარეს, მანამდე ძაღლი მოწამლეს
ქალაქ ქარელში, საცხოვრებელი სახლის ეზოდან ველოსიპედი მოიპარეს, ხოლო ქურდს ადგილზე ის ხელსაწყო დარჩა, რომლითაც სადგომზე დამაგრებული ველოსიპედის მოხსნა შეძლო.

როგორც ოჯახის წევრი წერს, შემთხვევა დილის 1 საათიდან 4 საათამდე მოხდა. ქურდი მორწყული ბაღიდან შევიდა და ფეხის კვალიც დარჩენილია. ასევე, მოწამლულია ძაღლიც.

,,ეზოდან მოპარულია ლურჯი ველოსიპედი, აქვს ნიშანი რითიც ყველანაირ შემთხვევაში ამოიცნობს პატრონი, ქურდს დარჩა ხელსაწყო. არც ანაბეჭდით გაგვიჭირდება მოძებნა, ასევე უზარმაზარი ნაფეხურები ატყვია, ერთ ადგილას ტალახშიც წაიქცა'' - წერს ოჯახის წევრი.

როგორც დაზარალებული აცხადებს, ქარელის პოლიციაში გამოძიება დაწყებულია.



თემატური ფოტო

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები