ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო - ტანას ხეობა [R]
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'' გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ვლადიმერ (ლადო) ხინჩეგაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში( ატენი, ბოშური , ლევიტანა) იმყოფებოდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ადგილობრივებს მუნიციპალიტეტისა და კონკრეტულად ტანას ხეობის განვითარების საკუთარი ხედვები გაუზიარა. მოსახლეობამ მერობის კანდიდატთან სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნული პრობლემების დროულად და ეფექტურად მოგვარებაზეც იმსჯელეს.

შეხვედრებისას გამოიკვეთა ის პრიორიტეტული საკითხებიც, რომელთა დროულად მოგვარებაც ადგილობრივებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საუბარია სასმელ წყალზე და საგზაო ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებისთვის დაწყებული სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.

,,წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აქტიურად დავიწყე ჩემს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები. ვიმყოფებოდი სამ სოფელში (ატენი, ბოშური, ლევიტანა), შევხვდი ადგილობრივებს, რომლებმაც განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მიმიღეს, რისთვისაც მათ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. მოსახლეობას მუნიციპალიტეტისა და კონკრეტულად ტანას ხეობის განვითარების საკუთარი ხედვები გავუზიარე. ასევე ვისაუბრეთ ადგილობრივ პრობლემებზე და მათი დროულად გადაჭრის გზებზე. შეხვედრებისას გამოიკვეთა ის პრიორიტეტული საკითხებიც, რომელთა დროულად მოგვარებაც ადგილობრივებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საუბარია სასმელ წყალზე და საგზაო ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებისთვის დაწყებული სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს. ჩვენს მუნიციპალიტეტში ტანას ხეობა ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია და შესაბამისად, ამ ხეობის ტურისტული პოტენციალი უსაზღვროა . ჩემი მერობის შემთხვევაში მაქსიმალურს გავაკეთებ, რათა ტანას ხეობა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდეს. ამისთვის კი მოსახლეობის ნდობა და მხარდაჭერაა საჭირო. ჩემთვის არ არსებობს ის ბარიერები, რომლებიც მოსახლეობას დამაშორებს . მივალ თითოეულ სოფელში, თითოეულ ოჯახში და ერთად დგომით შევქმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს. ტანას ხეობაში მეგზურობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და "ქართული ოცნებიდან'', ქვახვრელის, ბოშურის, ხიდისთავისა და ატენის ტერიტორიულ ერთეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბორია გოგიჩაიშვილმა გამიწიეს. მინდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატებები ვუსურვო თითოეულ ჩვენს კანდიდატს.'' - განაცხადა ლადო ხინჩეგაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები