ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 257 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 19 აგვისტო
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 921 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 501 297-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.78% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.01%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 471 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 436 977.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 590 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 921 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 948 შემთხვევა, აჭარა - 739, იმერეთი - 626, ქვემო ქართლი - 254, შიდა ქართლი - 257, გურია - 135, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 276, კახეთი - 386, მცხეთა-მთიანეთი - 116, სამცხე-ჯავახეთი - 147, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 57 704 საიდანაც: 7 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 153, აჭარაში - 949, იმერეთში - 1 036. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 482 პირი, მათ შორის, თბილისში - 625, აჭარაში - 146, იმერეთში - 335. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი, მათგან თბილისში - 200, აჭარაში - 23, იმერეთში - 19. 3 555 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 737 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 47 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 79 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 18 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 063 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 448 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 27 989, პირი, აჭარაში - 7 875, იმერეთში - 5 115.
Print

სტატიის გამოყენების პირობები