ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 304 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 20 აგვისტო
ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 743 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 506 040-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.22%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.86% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.98%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 393 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 440 370.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 649 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 860 შემთხვევა, აჭარა - 677, იმერეთი - 573, ქვემო ქართლი - 277, შიდა ქართლი - 304 გურია - 120, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 297, კახეთი - 386, მცხეთა-მთიანეთი - 113, სამცხე-ჯავახეთი - 98, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 58 995 საიდანაც: 7 238 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 188, აჭარაში - 951, იმერეთში - 1 045. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 477 პირი, მათ შორის, თბილისში - 617, აჭარაში - 145, იმერეთში - 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 335 პირი, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 26, იმერეთში - 20. 3 458 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 649 - თბილისში, 1 333 - აჭარაში. 48 299 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 77 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 72, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 19 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 070 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 933 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 332, პირი, აჭარაში - 8 203, იმერეთში - 5 126.
Print

სტატიის გამოყენების პირობები