ახალი ამბები
ხურვალეთში ხანდაზმულთა სახლის ხელმღვანელი ბენეფიციარებისთვის აცრების ჩატარებას ითხოვს
სოფელ ხურვალეთში ხანდაზმულთა სახლის ხელმძღანელი აცხადებს, რომ ბენეფიციარებისთვის ასაცრელად ბრიგადას არ გზავნიან.

მისი თქმით, უკვე მეხუთე თვეა ცრუ დაპირებებს იღებს. თავშესაფრის დირექტორი ლუდა სალია სისტემატიურად უკავშირდება გუბერნატორის მოადგილესაც, თუმცა მასაც ცრუ დაპირებებს აძლევენ. თავშესაფარში 30-მდე ბენეფიციარი ცხოვრობს.

"მეხუთე თვეა ყოველ დღე ვრეკავ ჯანდაცვის უწყებებთან, მათ შორის, გუბერნატორის აპარატთან. მპირდებიან, რომ ჩამოვლენ და აცრიან მოხუცებს მაგრამ გვატყუებენ. აქ ყველა ქრონიკული დაავადებით არის, ერთიც რომ დაინფიცირდეს, შეიძლება მომიკვდნენ მოხუცები, ვითხოვ რეაგირებას",-აცხადებს ლუდა სალია .
Print

სტატიის გამოყენების პირობები