ახალი ამბები
,,ოკუპაცია - ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გამოწვევაა'' - ლადო ხინჩეგაშვილი [R]
,,ოკუპაცია - ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გამოწვევაა. დღეს, სწორედ იმ ხალხს შევხვდი, რომლებიც ამ გამოწვევის წინაში ყველაზე ახლოს დგანან და მათ ყოველდღიურობას წარმოადგენს.''- განაცხადა გორის მერობის მაჟორიტარმა კანდიდატმა ,,ქართული ოცნებიდან'' ლადო ხინჩეგაშვილმა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ყოფნის დროს.

მისი თქმით, განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა საოკუპაციო ზოლთან (მერეთი, კოშკა, კარბი, გუგუტიანთკარი, ზარდიანთკარი) მცხოვრებ მოსახლეობასთან საუბარი.

,,როგორც ადგილობრივებმა ჩემთან საუბარში აღნიშნეს, ,,ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მათ სოფლებში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა გასაკეთებელი კვლავ ბევრია. ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს, მაქსიმალურად ვეცდები ამ სოფლებში შევქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები რათა არცერთმა მოსახლემ აღარ იფიქროს სოფლის დატოვებაზე.'' - აღნიშნავს კანდიდატი.

გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიას საოკუპაციო ზოლთან, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და ქართული ოცნებიდან მერეთის, კოშკის, კარბის, გუგუტიანთკარისა და ზარდიაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა იმერლიშვილი შეუერთდნენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები