ახალი ამბები
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 276 917 ადამიანი
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით სრულად ვაქცინირებულია 276 917 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 9.7%.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

21 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 938 705 აცრა, აქედან 1 დოზით ვაქცინირებულია 661 788 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.2%

20 აგვისტოს აიცრა 28 555 ადამიანი
Print

სტატიის გამოყენების პირობები