ახალი ამბები
ოქრუაშვილის პარტიის გორის ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი ,,ოცნებას'' შეუერთდა
ჯაბა იმერლიშვილი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, გორის თვითმმართველ თემში ოქრუაშვილის პარტიიდან მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს, ,,ქართულ ოცნებას'' შეუერთდა.

წელს, მმართველმა გუნდმა, 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, საკრებულოში შემდეგი სოფლების: მერეთი-გუგუტიანთკარისა და ზარდიანთკარის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

ჯაბა იმერლიშვილი წლების განმავლობაში ოქრუაშვილის ,,ქართული პარტიის'' წამყვანი ფიგურა იყო მუნიციპალიტეტში. ის 2014-2017 წლებში, საკრებულოს წევრიც იყო.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გორის თემიდან ხმების 8.8% (2221 ხმა) მიიღო, ხოლო ,,ქართული ოცნების'' კანდიდატმა თემურ ხუბულურმა 41.8% (10 555 ხმა) მიიღო და პარლამენტარიც გახდა.

ამჟამად, თემურ ხუბულური შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეა, ხოლო მისი 5 წლის წინანდელი კანდიდატი თანამებრძოლი გახდა.

ჯაბა იმერლიშვილმა ბოლო დეკლარაცია 2017 წელს შეავსო, როდესაც საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული პარტიის'' ხელმძღვანელი იყო. ის სოფელ ბროწლეთში 40 ჰა-მდე ბაღებს ფლობს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან წელიწადში შემოსავალს 70 000 ლარს ღებულობდა.

ქვემოთ ფოტოზე:

2016 წელი, ირაკლი ოქრუაშვილი ჯაბა იმერლიშვილი გორის თვითმმართველი თემის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა

Print

სტატიის გამოყენების პირობები