ახალი ამბები
გორში იმ კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ვისგანაც ლურჯი ავტობუსები შეიძინეს
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოსა და კომპანია "ოტოკარის" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრა სატრანსპორტო სერვისის გაუმჯობესებას ემსახურებოდა, თუმცა, კონკრეტულად, რა პრობლემები წინაშე დგას გორის ტრანსპორტის სააგენტო, პრეს-რელიზში არაფერია ნათქვამი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანია შპს Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.-სგან საერთო ჯამში, 175 ერთეული ავტობუსი შეიძინა.

ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) დაფინანსდა და კონტრაქტის საერთო ღირებულებამ 18.7 მილიონ ევროს შეადგინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები