ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილი ამომრჩევლებს რეხაში, სვენეთსა და ხელთუბანში შეხვდა [R]
„ ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს „გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვლადიმერ ( ლადო ) ხინჩეგაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (რეხა, სვენეთი, ხელთუბანი) მოსახლეობას შეხვდა.

სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, მოყვანილი პროდუქციის ალტერნატიული სარეალიზაციო ბაზრების არ არსებობა, ახალგაზრდების დასაქმება ,სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება , ეს იმ პრობლემათა ჩამონათვალია, რომლებზეც შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს. მერობის კანდიდატის განცხადებით, აუცილებელია ყველა სოფელში შეიქმნას სპორტული და კულტურული ცენტრები, რომლებიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მოახდენს.

მოსახლეობასთან შეხვედრებს, „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოდან“ რეხის, სვენეთისა ხელთუბნის ტერიტორიულ ერთეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი შიოშვილი და ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი ესწრებოდნენ.



"აქტიურად ვაგრძელებ ჩემს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (რეხა, სვენეთი, ხელთუბანი) ვიმყოფებოდი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ მოსახლეობას, რომლებიც ადგილზე ჩასულს უდიდესი სითბოთი და სიყვარულით მხვდებიან.მათი მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება ჩემს პასუხისმგებლობას და მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის.

ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მხარდაჭერა არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, არამედ ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად დამჭირდება. სათავეში, სწორედ ამ ხალხის მაღალი ნდობის მეშვეობით მოვალ, შესაბამისად ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი მუნიციპალიტეტის სადავეებთან, ერთად უნდა დავსახოთ განვითარების გეგმა , გადავჭრათ არსებული პრობლემები და შევქმნათ ყველაზე მორგებული უკეთესი მომავალი.

ერთად დგომით, შევძლებთ რომ ქვეყნის მასშტაბით ჩვენი მუნიციპალიტეტი ვაქციოთ ყველაზე განვითარებულ, კეთილმოწყობილ და ინოვაციებით სავსე თვითმმართველ ერთეულად." - განაცხადა ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ვლადიმერ (ლადო) ხინჩეგაშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები