ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 22 აგვისტო
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 803 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 514 744-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.80%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 332 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 448 288.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 771 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 425 შემთხვევა, აჭარა - 598, იმერეთი - 506, ქვემო ქართლი - 163, შიდა ქართლი - 168, გურია - 161, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 246, კახეთი - 327, მცხეთა-მთიანეთი - 69, სამცხე-ჯავახეთი -104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 59 659 საიდანაც 7 345 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 218, აჭარაში - 955, იმერეთში - 1 095.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 547 პირი, მათ შორის, თბილისში - 622, აჭარაში - 149, იმერეთში - 346. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 28, იმერეთში - 21.

3 494 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 613 - თბილისში, 1 247 - აჭარაში.

48 820 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 82 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 77, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 21 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 092 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 062 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 456, პირი, აჭარაში - 8 417, იმერეთში - 4 848.
Print

სტატიის გამოყენების პირობები