ახალი ამბები
ქალაქ გორის 1-ელი უბნის მაჟორიტარ კანდიდატად ირმა ამბარდნიშვილი მოქალაქეებმა წარადგინეს
გორის საკრებულოს მოქმედი წევრი, ირმა ამბარდნიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე, დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

ის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

ამბარდნიშვილი გორის 1-ელ უბანზე მიიღებს მონაწილეობას, სადაც 9 საარჩევნო უბანია გახსნილი. ეს უბნებია: #01,02,19,20,21,22,23,84,96

2017-2021 წლის მოწვევის გორის საკრებულოში იგი ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვდა, თუმცა ცოტა ხანში მან ნაციონალური მოძრაობა დატოვა.

მის მიმართ საკრებულოს მამაკაცი წევრები, განსაკუთრებით საკრებულოს ხელმძღვანელობა აგრესიული გამონათქვამებით გამოირჩევიან. სექსისტური განცხადებებით გამოირჩევიან თავმჯდომარე და მოადგილეები.

ამ თავდასმხების გამო ბოდიში მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარემ მოიხადა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები