ახალი ამბები
გორელი მწერალი ვაჟა შაქარაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
,,ომში ვარ, მეგობრებო, კოვიდს ვებრძვი" - ეს იყო მწერალ ვაჟა შაქარაშვილის ბოლო პოსტი.

ის გორმედში მკურნალობდა და საზოგადოებას, ჯერ კიდევ, 11 აგვისტოს აიმედებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ის გარდაიცვალა.

ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ეხმაურება. მისი განცხადებით პაციენტებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, რამაც მათ სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები მიაყენა.

"მსგავი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. თუმცა, ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%, ძირითადში ვაქცინა გვიცავს ლეტალობის შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანებები, რომელიც მათი ქრონიკული დაავადებებისგან იყო გამოწვეული და ამ შემთხვევაში, ექიმების ძალისხმევაც უშედეგო აღმოჩნდა", - განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელი ვაქცინით იყვნენ აღნიშნული პირები აცრილი, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ "ეს არის პაციენტის პირადი ინფორმაცია"
Print

სტატიის გამოყენების პირობები