ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 23 აგვისტო
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 354 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 517 098-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.29%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.94% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.80%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 200 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 453 488.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 831 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 354 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 942 შემთხვევა, აჭარა - 368, იმერეთი - 316, ქვემო ქართლი - 108, შიდა ქართლი - 108, გურია - 64, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 156, კახეთი - 166, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი -75, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 753 საიდანაც: 7 400 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 204, აჭარაში - 970, იმერეთში - 1 133.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 557 პირი, მათ შორის, თბილისში - 632, აჭარაში - 149, იმერეთში - 349. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 29, იმერეთში - 37.

3 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 557 - თბილისში, 1 193 - აჭარაში.

46 007 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 125 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 118, ხოლო აჭარაში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 22 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 100 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 323 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 29 313, პირი, აჭარაში - 6 137, იმერეთში - 4 824.
Print

სტატიის გამოყენების პირობები