ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილის შეხვედრა ქვახვრელსა და უფლისციხეში - გორის მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან'' [R]
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ( ქვახვრელი, უფლისციხე ) და კარალეთის კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და პირადად გაეცნო ადგილზე არსებულ პრობლემებს. შეხვედრაზე მხარეებმა, კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულებისთვის გამოყოფილი ,ადგილობრივი სამოქალაქო ბიუჯეტის მართებულად განკარგვაზე და პრიორიტეტების დასახვაზე ისაუბრეს. მერობის კანდიდატმა , მოსახლეობას მუნიციპალურ პროცესებში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს „ ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოდან „ ქვახვრელის, ბოშურის, ატენისა და ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ბორის გოგიჩაიშვილი და კარალეთისა და კარალეთის კომპაქტურ დასახლებაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი -მამუკა ბაზანდარაშვილი დაესწრნენ.

„დღეს, გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ( უფლისციხე, ქვახვრელი) და კარალეთის კომპაქტურ დასახლებაში ვიმყოფებოდი.

თითოეული შეხვედრა კიდევ უფრო მიმყარებს მოსაზრებას , რომ თვითმმართველი ერთეულის განვითარებისა პროცესში აუცილებელია მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა და ხელისუფლების მხრიდან მუდმივი კომუნიკაცია. არის რიგი პრობლემები , რომელთა მოგვარების ბერკეტი ადგილობრივ ხელისუფლებას არ გააჩნია , თუმცა თვითმმართველობა ვალდებულია მედიატორობა გასწიოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ერთიანი მუშაობითა და თანამშრომლობით კი შევძლებთ ყველა პრობლების დროულად მოგვარებას.

მინდა გამოვყო იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებთანაც დღეს ხანგრძლივი საუბარი მქონდა . ძნელია, როდესაც საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი ნების წინააღმდეგ გიწევს საცხოვრებელი პირობებისა და გარემოს შეცვლა, სწორედ ამიტომ იძულებით გადაადგილებული პირები განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს . კარალეთის კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებმა მოსახლეობამ ჩემთან საუბარში აღნიშნეს , „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც მათი სოციალურ -ეკომონიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. „ -განაცხადა ვლადიმერ (ლადო ხინჩეგაშვილმა)
Print

სტატიის გამოყენების პირობები