ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილი ზერტში, მეჯვრისხევსა და კვარხეთში - გორის მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან'' [R]
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ ქართული ოცნება - დემოკრატიული“ საქართველოს ქ.გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვლადიმერ ( ლადო ) ხინჩეგაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (კვარხეთი, ზერტი, მეჯვრისხევი) იმყოფებოდა და ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის განვითარების საკუთარი ხედვები გაუზიარა. შეხვედრის მონაწილეებმა, კონკრეტულ სოფლებში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს. ხინჩეგაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები თითქმის იდენტურია, თუმცა პრიორიტეტად კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მოყვანილი პროდუქციის სარეალიზაციოთ ალტერნატიული ბაზრების შექნმა რჩება.

შეხვედრას ქ. გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოდან „კვარხეთის, ზერტის და მეჯვრისხევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ასმათ ტალახაძე დაესწრნენ.

„დღევანდელი შეხვედრები დამსწრეების სიმრავლით გამოირჩეოდა, შესაბამისად ემოციურად კიდევ უფრო დატვირთული იყო. ყველაზე მეტად რაც მახარებს, ადგილობრივების უშუალობაა, რითაც საკუთარ პრობლემებზე, საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე მესაუბრებიან.

დღეს გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს(კვარხეთი, ზერტი, მეჯვრისხევი) ვეწვიეთ. სოფლის მოსახლეობისთვის ერთერთ უმთავრეს გამოწვევად მოყვანილი პროდუქციის რეალიზაცია რჩება. ადგილობრივებმა ჩემთან საუბარში აღნიშნეს, რომ მუნიციპალიტეტში სტაბილური სარეალიზაციო ბაზრები არ არსებობს, რის გამოც, გადამყიდველებისთვის უწევთ პროდუქციის ჩაბარება. ამგვარ სავაჭრო პროცესში კი მათი სარგებელი მინიმალური ხდება. ვფიქრობ, ეს პრობლება არა მხოლოდ ჩვენს მუნიციპალიტეტში, არამედ ქვეყნის მასშტაბით დგას, ამიტომ, აუცილებელია მოსახლეობას პროდუქციის ალტერნატიული სარეალიზაციო ბაზრები შევთავაზოთ.“- განაცხადა ვლადიმერ (ლადო ) ხინჩეგაშვილმა
Print

სტატიის გამოყენების პირობები