ახალი ამბები
ნინა თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ფინალში გავიდა. სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თიბილაშვილი გახდა პირველი ქართველი პარალიმპიელი ქალი, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება შეძლო

ქართველი მოფარიკავე დაიბადა 1997 წელს. ფარიკაობა დაიწყო 17 წლის ასაკში, 4 თვის შემდეგ პირველად მიიღო მონაწილეობა უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.

23 წლამდე ასაკის ეტლით მოფარიკავეებში ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი (ხმალსა და რაპირაში) გახდა. საუკეთესო სტრატს 2017 წელს პოლონეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (ხმლით ფარიკაობაში).

ნინო თიბილაშვილი 23 წლამდე ასაკის ეტლით მოფარიკავეებში საუკეთესო მოფარიკავის ტიტულის მფლობელია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები