ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 274 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 26 აგვისტო
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 532 171-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.46%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.77% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.51%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 611 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 468 917.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 028 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 540 შემთხვევა, აჭარა - 494, იმერეთი - 462, ქვემო ქართლი - 312, შიდა ქართლი - 274, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 334, კახეთი - 361, მცხეთა-მთიანეთი - 102, სამცხე-ჯავახეთი -99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 200 საიდანაც: 7 357 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 134, აჭარაში - 1 024, იმერეთში - 1 074.

ამ ეტაპზე მძიმეპაციენტია 1 563 პირი, მათ შორის, თბილისში - 650, აჭარაში - 163, იმერეთში - 331. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 34, იმერეთში - 27.

3 348 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 470 - თბილისში, 1 270 - აჭარაში.

45 495 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 129 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 127, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 6 ოქტომბრიდან - 25 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 102 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 879 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 441, პირი, აჭარაში - 7 790 იმერეთში - 4 762.
Print

სტატიის გამოყენების პირობები