ახალი ამბები
FAO-ს დაფინანსებით ატენის სარწყავ არხში მილები დამონტაჟდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, სარწყავი არხისთვის მილები ჩაიტანეს.

პროგრამა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (ფაო) დააფინანსა.

როგორც მერის წარმომადგენელი, შოთა ვანიშვილი აცხადებს, სარწყავ არხში წყლის დანაკარგები ბევრია, ხოლო ახალი მილებით ეს პრობლემა აღმოიფხვრება.

სარწყავ არხში მილების დამონტაჟების იდეა ატენელ სოსო ვანიშვილს ეკუთვნის, რომელიც სოფლის ყოფილი დეპუტატია. ის ამჟამად საბავშვო ბაღების გაერთიანებაში მუშაობს.

მას შემდეგ, რაც ,,ფაომ'' სოფელ ატენისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, სოსო ვანიშვილმა პროექტი შეადგინა, რომელიც დაფინანსდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები