ახალი ამბები
როკო გელაშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო აქცია გაიმართება
16 წლის მოზარდის, როკო გელაშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო აქცია გაიმართება.

ამის შესახებ როკოს მეგობარმა, მარიამ ბაღაშვილმა გვაცნობა.

მისი თქმით, როგორც ყველა ქალაქში, როკოსთვის გორშიც ვაკეთებთ ღონისძიებას.

,,როკოსთვის კონცერტი ჩატარდება ყველანაირი რეგულაციის დაცვით, ვისაც გულით გვინდა როკოს კარგად ყოფნა, რაც აუცილებლად მოხდება. ყველა იქ ვიქნებით. იქნება ცეკვა, სიმღერა და ნახატები ასევე სახის მოხატვა და მოკლედ ყველანაირად ორგანიზებული ჩატარდება'' - ამბობს მარიამ ბაღაშვილი.

ღონისძიება 29 აგვისტოს 6 საათზე დაიწყება.

ხაშურელი მოზარდი ქობულეთში ხიდიდან გადავარდა და თავი ხიდის კიდეს ჩამოარტყა, რის შედეგადაც ჩავარდა კომაში. თავდაპირველად, ურჩიეს, რომ დაშავებული თურქეთის კლინიკაში გადაეყვანათ, რისთვის ფინანსები გახდა საჭირო.

როგორც მეგობრები გვიყვებიან, როკოს მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ მიდის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები