ახალი ამბები
გორში ოჯახს ძაღლის შემდეგ წამებით კატა მოუკლეს
გორში, ჭავჭავაძის #4-ში პატრული გამოიძახეს. ოჯახის წევრების განცხადებით, მეზობელმა წამებით კატა მოუკლა.

ამ მისამართზე შს სამინისტროს თანამშრომლები მანამდე არაერთხელ გამოიძახეს, მათ შორის, ძაღლის წამების ფაქტზეც.

მჭედლიძეების ოჯახში აღნიშნავენ, რომ პოლიცია წლებია რეაგირებას არ ახდენს, რადგან იმ ადამიანის ძმისშვილი, რომელსაც ცხოველების წამებაში ამხელენ, გორის შს სამმართველოში მუშაობს:

,,მისი ძმისშვილი არის რამაზ მთვარელიძე, პოლიციაში მუშაობს, ხრეშას ეძახიან. მაგის გამო, ჩვენი საქმე წლებია თაროზეა ჩამოდებული. არ იძიებენ და ცდილობენ, გაგვაჩუმონ. ახლაც გვითრეს, რა შეჭამეთ გულიო, კატის გამო გამოძიება როგორ უნდა დავიწყოთო და წავიდნენ. ასე გააკეთეს ძაღლზეც.'' - გვითხრა ოჯახის წარმომადგენელმა.

როგორც ირკვევა, მეზობლებს შორის, ქონებრივ საკითხზე სასამართლოში დავა მიმდინარეობს. როგორც მჭედლიძეები ამბობენ, მეორე მხარე შინაური ცხოველების განადგურების გზით, მოდავე მეზობლის მოშორებას ცდილობს.

მჭედლიძეები გამოძიების დაწყებას ითხოვს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები