ახალი ამბები
შიდა ქართლში დღეის მდგომარეობით 56 092 აცრა ჩატარდა
შიდა ქართლის კლინიკებში დღეის მდგომარეობით აცრილია 56 092 ადამიანი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში, სადაც 254 081 მოქალაქე ცხოვრობს, ვაქცინაციას ექვემდებარება 194 000-მდე პირი.

30 აგვისტოს მდგომარეობით, აცრა ჩაიტარა:

ფაიზერით - 24 734
სინოფრამით - 22 665
ასტრაზენეკათი - 4303
სინოკავით 4 390

30 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 164 402 აცრა; 1 დოზით ვაქცინირებულია 780 948 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.3%; სრულად ვაქცინირებულია 383 454 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 13.4%.

29 აგვისტოს აიცრა 17 670 ადამიანი
Print

სტატიის გამოყენების პირობები